среда, 18 ноября 2009 г.

მოგზაურობები






პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელი
“მოგზაურობა სანქტ–პეტერბურგში”
2.პროექტის მოკლე აღწერა
მოგზაურობა უცხო ქვეყნებში, კერძოთ სანქტ–პეტერბურგში. მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას ქვეყანაზე და ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე. საქართველო და პეტერბურგი უცხოელების თვალსაზრისით.
3.პროექტის სრული აღწერა
1.მოსწავლეები გაეცნობიან ქვეყნის და ქალაქის გეოგრაფიულ მდგომარეობას.
2.გაეცნობიან პეტერბურგის დაარსების ისტორიას და არქიტექტურას.
3.მოსწავლეები პოულობენ ტექსტში და აღნიშნავენ პეტერბურგის რუკაზე ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და წარადგენენ ქალაქზე მოძიებულ ინფორმაციას.
4.მოსწავლეები ყვებიან გადაადგილების სხვადასხვა ხერხებზე (თვითმფრინავით, მატარებლით, მეტროთი და სხვ.), სასტუმროებზე, იგებენ განცხადებების შინაარსს.
5.ასრულებენ გრამატიკულ დავალებებს (აბსოლუტივის წარმოება, ცხრილების შევსება, წინადადებების შედგენა, სავარჯიშოების შესრულება)
6.მუშაობენ ახალ სიტყვებზე და აფართოვებენ ლექსიკას, ადგენენ დიალოგებს.
7.მოსწავლეები მოსმენილი იფორმაციის და რუკის გამოყენებით ყვებიან თუ რა დააინტერესებდა მათ სანკტ–პეტერბურგში.
8.მოსცავლეები წერენ ესეს სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე ტურისტის სახით.
4.მონაწილეთა ასაკი
IX კლასის მოსცავლეები (14–15 წლის)
5.ვადები/ხანგრძლივობა
2 – 3 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფების შექმნა და ფუნქცია–მოვალეობის განაწილება, მოძიებული მასალის დამუშავება, მსჯელობა, პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებს განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარ–ჩვევა, შესაძლოა ტურისტული ბუკლეტების შექმნა. შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევარი აღნიშნულ თემაზე.
8.სარგებელი სხვებისთვის
ბლოგზე განთავსებული მასალა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
9.სამუშაო ენა
რუსული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ არიან
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი

უცხო ენა (რუსული)/გეოგრაფია/ისტორია
უცხ.IX.2. მოსწავლე იგებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებულ განცხადებას.
უცხ.IX.3. მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას.
უცხ.IX.5. მოსწავლემონაწილეობს ინტერაქციაში.
უცხ.IX.7. მოსწავლე მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ გამოსვლას მისთვის საინტერესო თემაზე.
უცხ.IX.8. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს.
უცხ.IX.9. მოსწავლე იგებს ინსტრუქციებს.
უცხ.IX.14. მოსწავლე იგებს თხრობით ტექსტს.
უცხ.IX.17. მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვსდასხვა სახეობას.
უცხ.IX.19. მოსწავლე ქმნის ინფორმაციული ხასიათის ბუკლეტს ისტორიულ/კულტურულ/საკითხებზე.
უცხ.IX.მოსწავლე მიმართავს სათანადო სტრატეგიებს.
უცხ.IX.23. მოსწავლეს აქვს დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
უცხ.IX.25. მოსწავლე ამოიცნობს უცხოენოვან ინფორმაციას კულტურის სფეროდან.
უცხ.IX.26. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვავების მიმართ.
12.პროექტის ფასილიტატორი
ნატალია არაბული
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა
arabulinat@gmail.com
14.პროექტის ფორუმი

15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი http://mogzaurobapeterburgshi.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий